ჯან პიერო გასპერინი: სკუდეტო მორჩა, პსჟ-ზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
"ატალანტას" მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი" "ვერონასთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა:

"არ ვიცი, "რომა" დარჩენილ ორ შეხვედრას მოიგებს თუ არა, მაგრამ ჩვენ 1 ქულაზე მეტს უეჭველი ავიღებთ. ჩემპიონობაზე საუბრები უკვე თითქმის უაზროა. ჩვენ შევხვდით გუნდს, რომელსაც პირველ წრეში წაგებისთვის რევანში ეწადა.

ასეთ სიცხეში პირველად ვითამაშეთ, მეტოქის კლასიც გასათვალისწინებელია. მომენტები საკმაოდ გვქონდა. კარგი შედეგია.

მეორე წრეში საჩემპიონო ტემპით მივდივართ, მაგრამ სკუდეტო ჩვენი მიზანი არ არის. ამისათვის რაღაც არაორდინალური უნდა მომხდარიყო.

ჩვენი საფიქრალი პსჟ-სთან შეხვედრებია. ვცდილობთ გოლები გავიტანოთ და რეკორდები
დავამყაროთ, თუმცა ამ გამოცდისთვის მოსამზადებლად ვთამაშობთ".

ასევე დაგაინტერესებთ