"მანჩესტერ იუნაიტედიდან" მილანის "ინტერში" განათხოვრებული ალექსის სანჩესი პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ აშკარად ძალიან კარგად ათამაშდა და სეზონის ბოლო 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
უკანასკნელი ასისტი ჩილელმა გუშინ, 19 ივლიის "რომას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიითვალა. ჯამში ალექსის 8 საგოლე გადაცემა აქვს და სერია ა-ში მხოლოდ 3 ფეხბურთელს გამორჩება, არა და მოედანზე მხოლოდ 743 წუთი აქვს გატარებული.
აღსანიშნავია, რომ ტოპ ლიგებში ფეხბურთის განახლების შემდეგ ალექსისზე მეტი ასისტი მხოლოდ მესის აქვს - 9. არგენტინელი ვარკსვლავის ყოფილ თანაგუნდელს კი 8 ასისტთან ერთად სეზონში 3 გოლიც
აქვს გატანილი.