იბრაჰიმოვიჩი 6 მილიონს ითხოვს, "მილანი" მხოლოდ 4-ს სთავაზობს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი და კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ცდილობენ "როსონერის" პრეზიდენტი ივან გაზიდისი დაარწმუნონ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივდეს.

38 წლის იბრაჰიმოვიჩი მზადაა ოჯახი იტალიაში გადმოიყვანოს და კლუბში დარჩეს. მისი აგენტი მინო რაიოლა კლიენტისთვის წლიურ გასამრჯელოს 6 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს.

"მილანის" მფლობელები თავის მხრივ მზად არიან ზლატანს მხოლოდ 4 მილიონი ევრო გადაუხადონ. შესაბამისად მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით ჩიხშია შესული.

ასევე დაგაინტერესებთ