მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილმა მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესის "ნერაძურის" რიგებში სავარაუდო გადასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ფეხბურთში ზოგჯერ ოცნებების ახდენის მომსწრენი ვხდებით. მესის მამამ მილანში სახლი იყიდა, "ინტერის" შტაბბინიდან არც ისე შორის.

იმედი მაქვს, ეს რაღაცას ნიშნავს. იქნებ მამასთან სტუმრობისას "ინტერთან" კონტრაქტის ხელმოსაწერადაც შემოიაროს", - უთხრა მორატიმ La Gazzetta dello Sport-ს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ინტერის" მფლობელს მესის დიდი ხელფასი არ ადარდებს და მზად არიან არგენტინელს წლიურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. ლეოს გუნდში მოსვლა კლუბს ახალ სპონსორებს
მოაპოვებინებს და გაყიდული ეკიპირების ოდენობასაც გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განცხადებით, მილანის ღვთისმშობლის ტაძრის სხვა ადგილას გადატანა უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე მესის მათ გუნდში მიყვანა.

altმესი - XXI საუკუნეში გაცუდებული პენალტების ლიდერია

altმესი მილანის ტაძარზე "ინტერის" მფლობელის ტელეკომპანიამ გამოსახა


ასევე დაგაინტერესებთ