მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი

AutoSharing Option
"ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მილანის საკათედრო ტაძარზე "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გამოსახვის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ეს ჩემი იდეა არ იყო. ეს წარსულის ფეხბურთს მომაგონებს. ჩვენ ხატზე, დიდ ფეხბურთელსა და ყველას სურვილზე ვსაუბრობთ. უტოპიური სიტუაციაა", - ციტირებს მაროტას Sky Sport Italia.

გუშინ "ნერაძურის" ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ლეოს მამამ მილანში, "ინტერის" ოფისის მახლობლად სახლი შეიძინა და შეიძლება მას ოცნება აუხდეს.