ყველა თავისებურად აღნიშნავს: რონალდომ სერია A-ს მოგების შემდეგ 6-მილიონიანი იახტა შეიძინა [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ახალი იახტა შეიძინა.

Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელს იახტა 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

5 კაიუტა, 6 სააბაზანო ოთახი, ორი დასვენების ზონა, ლაუნჯ ზონა, თანამედროვე სამზარეულო პანორამული ხედებით - ეს ყველაფერი მხოლოდ იახტის მცირე ჩამონათვალია.

რამდენიმე დღის წინ კრიშტიანომ ფოტო "ინსტაგრამზეც" დადო და დააწერა:

"არაფერია უკეთესი, როცა გამარჯვებას იმათთან აღნიშნავ, ვისაც უყვარხარ."


ასევე დაგაინტერესებთ