ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" რჩება

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" დარჩენა გადაწყვიტა, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, იბრას გადაწყვეტილებაზე გავლენა გუნდის მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან კონტრაქტის გაგრძელებამ იქონია.

ამას გარდა, ის დაბრუნების შემდეგ "როსონერიში" კარგად თამაშობს და უახლოეს ორ დღეში კლუბის ხელმძღვანელობასთან პირად კონტრაქტს შეათანხმებს.

ზლატანს მომავალ სეზონში წლიურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ და ახალ ხელშეკრულებაში პრემიების სისტემაც იქნება გათვალისწინებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული