სერია A-ს წლის ფეხბურთელი არც რონალდოა და არც იმობილე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაოლო დიბალა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 მატჩში დიბალამ 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს. ასევე, "იუვენტუსს" დაეხმარა მეცხრედ გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი.

"იუვენტუსის" მოთამაშეები ბოლო 9 წელში 8-ჯერ გახდნენ წლის ფეხბურთელები.

2012, 2013 და 2014 წლებში - ანდრეა პირლო, 2015-ში - კარლოს ტევესი, 2016-ში - ლეონარდო ბონუჩი, 2017-ში - ჯანლუიჯი ბუფონი, ხოლო 2019-ში კრიშტიანო რონალდო გახდა წლის მოთამაშე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი აღმოჩნდა ტურინელებზე უკეთესი.



ასევე დაგაინტერესებთ