დიბალა სერია A-ს MVP - რონალდო პრიზის გარეშე

AutoSharing Option
სერია A-მ თავის საიტზე გასული სეზონის ლაურეატები გამოაცხადა.

ლიგამ არჩევანი Netco Sports-ის მიხედვით გააკეთა და საუკეთესოები ჩემპიონატზე, თასსა და სუპერთასზე ჩატარებული მატჩების მიხედვით გამოავლინა.

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩენსნი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (ლაციო)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)

ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი (MVP): პაულო დიბალა (იუვენტუსი)

დიბალამ ჩემპიონატის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თქვა, რომ ეს ყველაზე ანომალიური სეზონი იყო და ფეხბურთელებმა
თავიანთი შესაძლებლობების შემჭიდროვებულ ვადებში დემონსტრირება ვერ მოახერხეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
როლანდო პრიზის გარეშეო! აბა "ამაშია საქმეებო" დავიწყოთ თქვენსავეთ ლანძღვა გინება და ათასი სულელური ზედმეტი სახელებით მოხსენიება როლანდოს მისამართით? როგორც თქვენ იცით ლეო მესის მიმართ, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს. მიუხედავად ყველაფრისა თქვენს დონეზე არ დავეშვებით. ბოლოსდაბოლოს დამთავრდეს ეს უაზრო "დაპირისპირება". ორივე ვარსკვლავია და ლეგენდა!
ბარსა მესი
04 აგვისტო 2020 21:52
1
ამაშიებო სად დაიმალეთ? რაღაც არ ჩანხართ. მესიზე ძალიან აქტიურობთ?
xviCa
05 აგვისტო 2020 10:22
0
ამაშია საქმეს და მისნაირებს ამ დროს ინტერნეტი ეთიშებათ ხოლმე
baba
04 აგვისტო 2020 23:28
0
დიბალა კარგია, მაგრამ საუკეთესოს კრიშტიანუს, ჩიროსა და პაპუს შორის ავარჩევდი, მილინკოვიჩის, ლუის ალბერტოს და ილიჩიჩის დავიწყებაც არ შეიძლება.
sul2
04 აგვისტო 2020 20:37
4
დიბალას პრიზი, რონალდოს კი ხვიშტი!
ანდრო
04 აგვისტო 2020 19:24
7
დიბალა მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ამაზე უკეთესი სეზონებიც ჰქონია მარაა ჩემი აზრით უსამართლობაა ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად იმობილეს არ დასახელება
გიორგი
04 აგვისტო 2020 19:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული