"ატალანტას" ბომბარდირმა მეუღლეს საყვარელთან წაასწრო და თამაში აღარ უნდა

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ "ატალანტას" 32 წლის შემტევი იოსიპ ილიჩიჩი დეპრესიაშია და თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს, ახლა კი მისი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდა ცნობილი.

Soccer Laduma-ს და futballnews-ის ცნობით, ილიჩიჩი სამშობლოში გაემგზავრა და სახლში, საკუთარ საწოლში თავის მეუღლე ტინას საყვარელთან წაასწრო.

გამოცემების მტკიცებით, ფეხბურთელმა ნერვიულობის შედეგად წონაში ძალიან დაიკლო, ამჟამად სამშობლოში იმყოფება და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში გამორიცხულია.

Sportall.Ge

ილიჩიჩმა და ტინამ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს
და მალევე დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - სოფია და ვიქტორია. იოსიპს მეუღლე ძალიან უყვარდა და ყოველ გატანილ გოლს მას უძღვნიდა.

გასულ სეზონში ილიჩიჩმა 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა - სეზონის განახლების შემდეგ მას კოჭ-წვივის პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მადლობელიც არ არის, მის საქმეს სხვა აკეთებდა, ეს კი.....ეეეხ, მთლად გააფრინა ევროპამ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17:25 06-08-2020
6
არ ღირს დეპრესია ამ ფაქტის გამო.წყნარად,მშვიდად და ცივსისხლიანად უნდა დაშორდე.ვისთანაც უღალატა დაე მასთან იყოს, ისინი ერთმანეთის ღირსნი არიან.ზოგადად,მოკლედ და მარტივად,საკუთარი თავის პატივისცემა უნდა გაგაჩნდეს,ვისაც შენთან ერთად არ უნდა,პირველ რიგში შენ არ უნდა გინდოდეს ამ ადამიანთან ყოფნა.
Caruzo9
00:38 06-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული