ტურინში არეულობაა, ზიდანს მწვრთნელობა შესთავაზეს, ზიდანმა პასუხი დაუბრუნა. ახლა რა იქნება?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შემცვლელს ეძებს - სპეციალისტს დაითხოვენ, თუ ის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანს.

როგორც თავის ვებგვერდზე წერს ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი, ტურინელებმა მოლაპარაკებები 5 მწვრთნელთან დაიწყეს. მთავარი სამიზნე მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იყო. კლუბის ხელმძღვანელობამ მას დეტალებში გაწერილი სტრატეგია და პოლ პოგბას დაბრუნების გარანტია მისცა, თუმცა ზიდანმა უპასუხა, რომ მადრიდის დატოვებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ასევე მიმართეს: მაურისიო პოჩეტინოს, სიმონე ინძაგის, ჯანპიერო გასპერინსა და ლუჩანო სპალეტის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანიელების ოჯახს უფრო მეტი ფული აქვს ვიდრე პერესს!
gigo
06 აგვისტო 2020 11:24
0
ეს იუვე ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა. ჯერ რონალდუ მოიყვანეს და ეს კაცი მოიგებს ლიგასო, ალბათ ეგონა კროოსი, მოდრიჩი და ნახევარი რეალიც იყიდა და ახლა პოგბას გიყიდი და მოდიო ზიზუს ეუბნება. პოგბას კი არა მთელ იუვეს იყიდის თავის სტადიონიანად ბებერი პერესი და ფსიქიატრიულიშიც გიმკურნალებთ მთელ ანიელების ოჯახს.
მაჩვზღარბა
05 აგვისტო 2020 15:35
21
ბებერი პერესი და მაჩვზღარბას ტანდემი ვერ გადაწყვეტს იუვენტუსის თემებს :)))))
gizo
05 აგვისტო 2020 17:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული