ტურინის "იუვენტუსი" აგრძელებს შეტევითი ზონის გაძლიერების ვარიანტების ძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა არკადიუშ მილიკთან მოლაპარაკებები აწარმოა, "ნაპოლისთვის" ოფიციალურად არ მიუმართავთ. თავიდან საუბარი იყო, რომ გარიგებაში ფედერიკო ბერნადესკის ჩართავდნენ, თუმცა ის არ აპირებს "იუვეს" დატოვებას.
ტურინელები, ასევე, ინტერესს "რომას" ფორვარდ ედინ ჯეკოს მიმართ იჩენენ. ამასთან ერთად, კლუბი განიხილავს ყოფილი ფორვარდის, ალვარო მორატას დაბრუნებას, რომელიც ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია.
უახლოეს დღეებში ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო და კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი შეხვდებიან და საბოლოო კანდიდატზე ჩამოყალიბდებიან.
შეგახსენებთ, მორატა "იუვენტუსში" 2014
წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა.