"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი

AutoSharing Option
"ლაციომ" დავიდ სილვას "რეალ სოსიედადში" გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, სილვა ივლისის ბოლოდან იტალიელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ესპანურ გუნდში ისე გადავიდა, რომ "ლაციოს" წარმომადგენლებისთვის არაფერი უთქვამს.

"გავიგე, რომ დავიდ სილვა "რეალ სოსიედადში" გადავიდა. როგორც ფეხბურთელს, მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს კი - არა", - ამბობს არწივების დირექტორი იგლე ტარე.

Football Italia-ს ცნობით, "ლაციოს" წარმომადგენლები განრისხებულნი არიან იმით, რომ სილვამ არ შეატყობინა "სოსიედადში" გადასვლის შესახებ. მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ და ესპანელ ფეხბურთელს იტალიაში სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნული ჰქონდა. ბოლო დღეებში დავიდი ტელეფონს
არ პასუხობდა და უპასუხისმგებლოდ იქცეოდა.

"ლაციოსთან" ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი 3-მილიონევროიანი შეთანხმებით უნდა გაეფორმებინა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დავით სილვა და მალკომი ძმაკაცები ხომ არ არიან? ზუსტად ორივემ ერთნაირად, ერთი ერთში გააცურა შეპირებული გუნდების ბოსები.
nika
21:15 18-08-2020
0
ხო, მაგათმა და ტარემ უნდა ისწავლონ ჩანიშვნების შესრულება და სილვა მერე გადავა.
ddgfdf
18:41 18-08-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული