"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი

AutoSharing Option
"ლაციომ" დავიდ სილვას "რეალ სოსიედადში" გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, სილვა ივლისის ბოლოდან იტალიელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ესპანურ გუნდში ისე გადავიდა, რომ "ლაციოს" წარმომადგენლებისთვის არაფერი უთქვამს.

"გავიგე, რომ დავიდ სილვა "რეალ სოსიედადში" გადავიდა. როგორც ფეხბურთელს, მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს კი - არა", - ამბობს არწივების დირექტორი იგლე ტარე.

Football Italia-ს ცნობით, "ლაციოს" წარმომადგენლები განრისხებულნი არიან იმით, რომ სილვამ არ შეატყობინა "სოსიედადში" გადასვლის შესახებ. მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ და ესპანელ ფეხბურთელს იტალიაში სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნული ჰქონდა. ბოლო დღეებში დავიდი ტელეფონს
არ პასუხობდა და უპასუხისმგებლოდ იქცეოდა.

"ლაციოსთან" ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი 3-მილიონევროიანი შეთანხმებით უნდა გაეფორმებინა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დავით სილვა და მალკომი ძმაკაცები ხომ არ არიან? ზუსტად ორივემ ერთნაირად, ერთი ერთში გააცურა შეპირებული გუნდების ბოსები.
nika
18 აგვისტო 2020 21:15
0
ხო, მაგათმა და ტარემ უნდა ისწავლონ ჩანიშვნების შესრულება და სილვა მერე გადავა.
ddgfdf
18 აგვისტო 2020 18:41
3
ნაპოლის არა, პერუჯას დირექტორი :))))
ნწ ნწ ნწ
18 აგვისტო 2020 17:12
0
ნაპოლი რა შუაშია სად ლაციო სად ნაპოლი
ზურა
18 აგვისტო 2020 16:28
0
ქალაქურად რომ ვთქვათ დაიკიდა სილვამ ლაციო))
გიო
18 აგვისტო 2020 16:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული