"ნაპოლი" ჯიქიას კულიბალის შემცვლელად განიხილავს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მცველი და კაპიტანი გიორგი ჯიქია "ნაპოლის" ინტერესების სფეროში აღმოჩნდა.

ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლურ გუნდს ცენტრალური მცველი სჭირდება, რამდენადაც კალიდ კულიბალი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტიში" გადავა. თუმცა ჯიქია ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვისითაც იტალიელები ინტერესდებიან. მათ რადარზეა, ასევე, ლონდონის "არსენალის" სოკრატის პაპასტატოპულოსი და "ლილის" მცველი გაბრიელი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეგ ბიჭი იცით როგორი ტიპაჟია? აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველები რომ იყვნენ, რუსულად რომ უკეთესად მეტყველებდნენ, ვიდრე ქართულად, მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ქართველობდნენ, ცოტა უფროს თაობას ბევრი ნაცნობიც ეყოლებოდა ასეთი, აფხაზეთის ომის დროსაც არცერთი წამით არ დაფიქრებულან რომელ მხარეს დამდგარიყვნენ და ღირსეულად იომეს კიდევაც, ჯიქია მოედანზედაც ყველა ქცევაში და მიხვრა-მოხვრაში ეტყობა, რომ ქართველია. არავის არ ვამართლებ, მაგრამ ეს ბიჭი რუსულად მეტყველებს, მაგრამ შინაგანად ქართველი მგონია, ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ასე იყოს
5
სად ჯიქია და სად ნაპოლი
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული