ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონშიც "მილანში" ითამაშებს, - იტყობინება "როსონერის" საიტი.

38 წლის შვედმა "მილანთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ის "მილანში" იანვარში გადავიდა, გასულ სეზონში კი სერია A-ს 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზლატანი უკვე შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი დაფასებაც ასეთი უნდა! 38-ი წლის კაცს კონტრაქტს უგრძელებენ, ყოჩაღთ მილანელებო. ბარსაში კი პირიქით აკეთებენ, დაერივნენ ლეგენდებს სუარესის და ლეო მესის ჩათვლით. მაგალითი მაინც გადმოეღოთ მილანისგან თუ როგორ არ ემეტებათ ასეთი ფეხბურთელები გასაშვებად. ლეო მესს და სუას, გიჟის მეტი ვინ გაუშვებდდა? დარტყმულ ბართოს ვალები აქვს აკიდებული უაზრო ტრანსფერებით და ლეოს ხარჯზე უნდა ამოქაჩოს. ვაი შენს პატრონს იდიოტო ბართომეუ. ბარსა ვერ წარმომიდგენია მესის გარეშე. ვფიცავ ყურებაც აღარ მინდა ბარსას თამაშების და საერთოდ მე მგონი ფეხბურთის ფანობასაც შევეშვები. ლეგენდებს ასე ეპყრობიან ეს უნამუსოები და რად მიდა ესეთი ან ბარსა ან საერთოდ მაფიოზა ფეხბურთი. მე მგონი ეს ჩემი ბოლო კომენტარი იქნება, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრის რანგში. კარგად იყავით.
ბარსა მესი
16:47 01-09-2020
0
იბრა ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ფეხბურთელია, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
Biankoneri
08:51 01-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული