არტური: რონალდოსთან ერთად თამაში ოცნებაა...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 23 წლის ბრაზილიელმა ახალწვეულმა არტურმა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოჯახსა და განსაკუთრებით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ჩემი მოწვევისათვის. სოციალურ ქსელში ჩემ მიმართ ინტერესი ბევრმა გულშემატკივარმა გამოხატა და მათი მადლობელიც ვარ.

ჯერ არ შემიძლია იმის თქმა, რომ სახლში ვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ სიახლოვეს ვიმყოფები. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და შანსით, ვითამაშო კრიშტიანო რონალდოსთან ერთად - ეს ოცნებაა!

ანდრეა პირლოსთან ერთად გუნდის ტაქტიკა არ განმიხილავს, არც ჩემი პოზიციის შესახებ გვისაუბრია. მოედნის
სხვადასხვა წერტილში შემიძლია თამაში, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის, ვინ არის ანდრეა პირლო, როგორი ფეხბურთელი იყო. ვიცი, რომ ბევრი რამის სწავლა მჭირდება", - განაცხადა არტურმა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბარსელონამ" "იუვეს" 72 მილიონ ევროდ მიჰყიდა, ხოლო "ბებერი ქალბატონისაგან" მირალემ პიანიჩი 60 მილიონად შეიძინა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
კრიშტიანო მაინც სულ სხვაა.
სხვა დონეა.
04 სექტემბერი 2020 16:13
2
დონე არა და ის არ გინდა? ერთი თავის თავზე შეყვარებული პეხეა.
პუპსიკ?
04 სექტემბერი 2020 18:01
0
ამ არტურისაც ვერ გამიგია, სანამ ბარსაში გადავიდოდა, ჩემი ოცნებაა მესის გვერდით თამაშიაო ეხლა როლანდოსთანო. რას გაუგებ კაცი ვინმეს.. ყველაფერი ერთი დიდი ბლეფია.
?
03 სექტემბერი 2020 10:39
2
ისე დიდი შეცდომა დაუშვეს ეს ბიჭი, რომ გაუშვეს და პანიჩი მოიყვანეს.
კოტე
03 სექტემბერი 2020 17:12
0
რას ერჩი,ოცნება შეისრულა და ახალი ოცნება გაუჩნდა
სოსო
03 სექტემბერი 2020 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული