არტური: რონალდოსთან ერთად თამაში ოცნებაა...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 23 წლის ბრაზილიელმა ახალწვეულმა არტურმა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოჯახსა და განსაკუთრებით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ჩემი მოწვევისათვის. სოციალურ ქსელში ჩემ მიმართ ინტერესი ბევრმა გულშემატკივარმა გამოხატა და მათი მადლობელიც ვარ.

ჯერ არ შემიძლია იმის თქმა, რომ სახლში ვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ სიახლოვეს ვიმყოფები. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და შანსით, ვითამაშო კრიშტიანო რონალდოსთან ერთად - ეს ოცნებაა!

ანდრეა პირლოსთან ერთად გუნდის ტაქტიკა არ განმიხილავს, არც ჩემი პოზიციის შესახებ გვისაუბრია. მოედნის
სხვადასხვა წერტილში შემიძლია თამაში, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის, ვინ არის ანდრეა პირლო, როგორი ფეხბურთელი იყო. ვიცი, რომ ბევრი რამის სწავლა მჭირდება", - განაცხადა არტურმა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბარსელონამ" "იუვეს" 72 მილიონ ევროდ მიჰყიდა, ხოლო "ბებერი ქალბატონისაგან" მირალემ პიანიჩი 60 მილიონად შეიძინა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით