სუარესს "ბარსელონა" ფულს არ აძლევს და "იუვენტუსში" გადასასვლელად პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლუის სუარესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას იქამდე არ აპირებს, ვიდრე 15-მილიონევროიან კომპენსაციას არ გადაუხდიან. თუმცა ჯერჯერობით კატალონიური კლუბი ფულის გადახდაზე უარსაა.

სუარესს კიდევ ერთი პრობლემა წარმოეშვა: "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "იუვეს" სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან არაევროკავშირელზე 3 კვოტა აქვს.

სუარესის მეუღლე სოფია ბალბე იტალიელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ლუისმა მოქალაქეობის მისაღებად გამოცდა უნდა ჩააბაროს.

"იუვეს" კი ურუგვაელის დამატება ეჩქარება, ვინაიდან მალე სერია A აიღებს სტარტს.