სუარესი გამოირიცხა - "იუვენტუსი" ჯეკოს შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი იტალიური პასპორტის აღებას ვერ ასწრებს და "იუვენტუსში" მისი ტრანსფერი არ შედგება. ამიტომ ტურინული კლუბი "რომას" ფორვარდ ედინ ჯეკოს შეძენას შეეცდება, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

თუ 34 წლის ჯეკო "იუვენტუსში" გადავიდა, სეზონში ბონუსებიანად 7 მილიონ ევროს აიღებს.

ჯეკოს "რომასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 10 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ