პირლოს ხელმძღვანელობით იუვენტუსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - რონალდოს საოცარი მიღწევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" 3:0 მოუგო.

ანგარიში ზაფხულში "ატალანტადან" გადაყვანილმა 20 წლის ნახევარმცველმა დეიან კულუსევსკიმ მე-13 წუთზე რონალდოს პასით გახსნა, 78-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ დალაშქრა გენუელთა კარი, ხოლო 88-ე წუთზე რონალდომაც გაიტანა.

ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით "იუვემ" პირველი გამარჯვება მოიპოვა, 27 სექტემბერს კი სტუმრად "რომას" შეხვდება.

რონალდომ საკლუბო დონეზე ზედიზედ მე-19 სეზონში გაიტანა! მან კარში 10-ჯერ დაარტყა, რაც ამ სეზონში ტოპ-5 ჩემპიონატის რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი უკვდავია კიდევ რეკორდებს ხსნის
Gio
21 სექტემბერი 2020 13:06
0
ეს კაცი საოცრებაა.წლები კი არ ემატება,აკლდება.დაუღალავი,სწრაფი,მოქნილი.მოედანზე ყველაზე ახალგაზრდათ გამოიყურება.
კაცი მოვლენა.
21 სექტემბერი 2020 11:08
0

სიახლეები პოპულარული