ალვარო მორატა "იუვენტუსში" დაბრუნდა

AutoSharing Option
27 წლის თავდამსხმელი ალვარო მორატა "იუვენტუსში" დაბრუნდა, - იტყობინება ტურინული კლუბის საიტი.

"იუვემ" მორატა "ატლეტიკოსგან" ერთი სეზონით 10 მილიონ ევროდ ინათხოვრა და მომავალ წელს მისი კონტრაქტის 35 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება, თანაც სამი წლის განმავლობაში.

"იუვენტუსმა" მორატას, რომელიც ტურინულ კლუბში 2014-2016 წლებში თამაშობდა, სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონი ევრო დაუნიშნა.

გასულ სეზონში მან ლა ლიგას 34 მატჩში 12 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული