კაცნაკლულ "იუვეს" რონალდომ ქულა მოუპოვა და ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "იუვენტუსმა" სტუმრად ფრეს მიაღწია "რომასთან" - 2:2.

მასპინძელთა გუნდში დუბლი ვერეტუმ შეასრულა, ხოლო სტუმრებისაში - რონალდომ. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა რაბიოს და "ბებერი ქალბატონი" კაცნაკლული დარჩა.

მომავალ ტურში "იუვე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, "რომა" კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

რონალდომ ევროპის ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატებში 450 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა.

რომა - იუვენტუსი 2:2
გოლები: ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდო (44, პენ), ვერეტუ (45), 2:2 რონალდო (70)
გაძევება: რაბიო (62)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავისიმო მაგარო კაცო.
pele
16:07 29-09-2020
0
გუშინ კრიშტიანომ ჩართო ტერმინატორი და კიდევ ერთხელ იფრინა.35 წლის ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.როდესაც გუნდს გაუჭირდა ლიდერობა აიღო თავზე და თამაში გადაარჩინა.პირლოსგან გამკვირვებია რაბიოს და რამზის რომ ძირითადში ათამაძებს.ასეთი დონის ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგას ვერასოდეს მოიგებენ. ან ეს მორატა სად მოძებნეს.
ნფრინავი კრიშტიანო მაგარი კაცი
11:18 28-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული