რონალდუ პირველია

AutoSharing Option
კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში 450 გოლის გატანა შეძლო. 
კიდევ ერთხელ ისტორიაში საკუთარი გვარის ოქროს ასოებით ჩაწერა პორტუგალიელმა "რომას" კარში გატანილი დუბლის შედეგად შეძლო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რონალდუს ამ საოცარი შედეგის მისაღწევად 554 მატჩი დასჭირდა. რაც შეეხება ტოპ-ლიგებში გატანილ გოლებს, პორტუგალიელმა პრემიერლიგაში "მანჩესტერის" მაისურით 84 გოლი გაიტანა, "რეალის" მაისურით - ლა ლიგაში 311, ხოლო "იუვენტუსის" მაისურით სერია A-ში უკვე 55 გოლი მოუგროვდა. 
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლიონელ მესი, რომელსაც 445 გოლი აქვს გატანილი, მხოლოდ
და მხოლოდ 485 მატჩში.