"ნაპოლის" "იუვენტუსთან" ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს

AutoSharing Option
სერია A-ს სადისციპლინო კომისიამ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "იუვენტუსთან" მატჩში გამოუცხადებლობის გამო "ნაპოლის" ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა.

კომისიამ გადაწყვიტა, რომ "ნაპოლის" მატჩზე გამოუცხადებლობისათვის საკმარისი მიზეზი არ ჰქონდა და პლუს, დამატებით 1 ქულაც ჩამოაკლო.

"ნაპოლი" ტურინში გუნდში ფეხბურთელების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ვერ გაფრინდა.