ზლატანი: სკუდეტო? "მილანს" ეს შეუძლია

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონატში გუნდის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა.

"თამაშს თამაშზე ვატარებთ. როცა კლუბში მოვედი, მიზანი ლიგა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა იყო და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ.

სიმართლე გითხრათ, ჩემპიონობა რეალურად მიმაჩნია. თუ გჯერა, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს,"- განაცხადა იბრამ.

შეგახსენებთ, "როსონერიმ" იტალიის ჩემპიონატის სტარტზე 4-ვე მატჩში გაიმარჯვა. გუშინ, 17 ოქტომბერს "მილანმა"  დერბი "დელა მადონინა" სწორედ ზლატანის დუბლით მოიგო.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით



ასევე დაგაინტერესებთ