“მილანის” 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

AutoSharing Option
“მილანის” ორ ფეხბურთელს, დონარუმასა და პიტერ ჰაუგეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, დღეს “როსონერი” “რომას” დაუპირისპირდება.

ორივე გუნდი მატჩს საკადრო ცვლილებებით ხვდება. 

დონარუმასა და ჰაუგეს გარდა, “მილანს” გაბია, მუსაჩიო, ჩალჰანოღლუ, და რებიჩი გამოაკლდება.

რაც შეეხება “რომას” - კალიაფორი, ზანიოლო, მანჩინი, დიავარა და პასტორე, ხოლო სმოლინგის თამაში საეჭვოა. 

alt"მილანის" ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია