ფანტასტიკა სამუდამოდ დარჩება "ბიანკონერის" ფოლკლორში - ალესანდრო დელ პიერო

AutoSharing Option
"იუვენტუსი" სავსეა ლეგენდებით. მოთამაშეები მოდიოდნენ და მიდიონდნენ ან მთელი კარიერის განმავლობაში "ბებერი ქალბატონის" რიგებში რჩებოდნენ. როგორც აღვნიშნე, "იუვეს" დიდების დარბაზი გავსებულია ლეგენდებით, რომლებსაც მათი ფორმა მოურგია. 

ამდენი გამორჩეული მოთამაშიდან თითქოს ძნელი უნდა იყოს ამოირჩიო ერთი და მიანიჭო ტიტული, როგორიცაა: "იუვენტუსის სახე", მაგრამ ეს ასე არ არის. ლეგენდებს შორის ერთი მოთამაშე იკვეთება, რომელსაც ტურინელები "ბიანკონერის ბატონის" სახელით იცნობენ. რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიეროზეა საუბარი. 

ჯიჯი ბუფონი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში "შავ-თეთრების" კ
არს იცავდა, მაგრამ დელ პიეროს სახელი გადაწონის მას. 

გემოვნებაზე არ დავობენო, ნათქვამია. ზოგისთვის ჯანლუიჯია ყველაზე დიდი, ზოგისთვისაც - მიშელ პლატინი და ასე შემდეგ, მაგრამ ალესანდრო სრულიად გამორჩეულია მათგან. 

Sportall.Ge
19 სეზონი "ბიანკონერის" რიგებში და არც ერთი მატჩი ლამაზი მომენტის გარეშე. გასაოცარია მოგონებები, რომლებიც დელ პიეროსგან დარჩა.

პირველი პროფესიული კონტრაქტი 1991 წელს, "პადოვასთან" გააფორმა, სულ რაღაც 2 სეზონის შემდეგ კი ტურინში გადაბარგდა, საიდანაც  იტალიელი სიმაღლეების დაპყრობას იწყებს.

დებიუტიდან ყველაფერი შეიცვალა და გულშემატკივარმა გამოარჩია მოთამაშე, რომელიც დიდების დარბაზში ადგილს ნამდვილად დაიმკვიდრებდა. 

მისი თამაშიდან ყველა ხედავდა, თუ რაოდენ უყვარდა მას ეს თამაში. ის, ფაქტობრივად, შეპყრობილი იყო ამით და სწორედ ეს ეხმარებოდა მას საუკეთესოობაში.

გულშემატკივრები ღიად გამოთქვამდნენ აზრს, რომ ახალი ფორვარდი შეძლებდა და გაიტანდა ათეულობით გოლს!
Sportall.Ge
ყველაფერი მეორე წელს დაიწყო, როდესაც სერია A-ში 8 გოლის გატანა მოახერხა და ბაჯოსთან, ვიალისთან და რავანელისთან ერთად შეძლო და მოიგო სკუდეტო (იტალიის ჩემპიონატი). 

მიუხედავად დასაწყისში დამხმარე როლისა, "დელპო" თავს შესანიშნავად ართმევდა. საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებდა და რაც მთავარია, ვითარდებოდა. 

1995/96 წლებში რობერტო ბაჯომ ტურინი დატოვა და 10-ნომრიანი მაისურიც გათავისუფლდა. ეჭვი არავის შეჰპარვია, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ახალი 10-იანი, რა თქმა უნდა, ალესანდრო... და ამ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" შეძლო და ლიგის თასი "ასწია".
Sportall.Ge





















19 სეზონი - 705 მატჩი და 290 გოლი
ის "შავ-თეთრების" შემადგენლობაში მაშინაც დარჩა, როდესაც გუნდს გაუჭირდა... მაგალითად, სერია B-ში გადაჰყვა კლუბს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გადასულიყო სხვა ნებისმიერ დიდ გუნდში, მაგრამ არა, ლეგენდები ტურინს ზურგს არასდროს აქცევდნენ. 

იტალიელმა გული და სული "ბებერი ქალბატონისთვის" ჩადო, უამრავი გოლი გაიტანა, გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა, საკუთარი სახელი კი "ბიანკონერის" ისტორიაში უკვდავყო.



მკითხველის კომენტარები / 25 /
კაცი ლეგენდა. არ არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც პატივს არ სცემდეს ალექსს... იშვიათია ასეთი პროფესიონალები...
გულშემატკივარი
16 იანვარი 2021 14:50
1
დრასტი ალე შე ვერსაჩეების სიძევ
დავიდ რევაზოვიჩი
16 იანვარი 2021 13:14
1
ამხელა მოთხრობა რა საჭიროა. 90იანების დასაწყისში იყო რაც იყო იტალიაში "მილანის" და მფრინავი ჰოლანდიელების შესრულებით. აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ბევრი ზამენაშიც კი ვერ მოხვდებოდნენ იმ 'მილანის". იქედან დაიწყო იტალიის დომინირება ევროპაში და "იუვენტუსუსი" იქ სტატისტის როლში მარტო იყო. იტალიის სიდიადე 90იანებიდან და 2000იანების პირველი 10 წელი "მილანის" დამსახურებაა 80 პროცენტით. დელ პიერო კი ერთერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელიც იყო.
.......
16 იანვარი 2021 13:01
5
კარგი სტატიაა! მადლობა
ზაზა
16 იანვარი 2021 13:01
3
პირადად ჩემთვის, საკლუბო ფეხბურთის ყურების მუღამი დამთავრდა 2012 წლის 13 მაისს, როცა ალესანდრომ ბოლო მატჩი ჩაატარა სერია ა-ში. grazie per tutto Alex
გრაციე კაპიტანო
16 იანვარი 2021 13:00
6
სტადიონიდან შორს მოჩანს იტალიის მთები, მეჩხერად გადავსებული ტიფოზები დაუვარცხნელ სტადიონებზე, და შიგადაშიგ ტრიბუნებზე ოპერატორის მიერ ლაკონურად შერჩეული ლამაზი ასულების კადრები. ეს არი ჩემი პირველი შდაბეჭდილება მაშინდელ სერია აზე. და რაოდენ სამწუხაროა ის წლები მხოლოდ მელანქოლიურ მოგონებად დარჩა, პინტურიკიო, ბაჯო, ტოტი, იგორ პროტი, ძოლა, კაკა, და სხვა ბევრი დიდი ათიანები სწორედ აპენინის მწვანე მინდვრებზე დგამდნენ ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლებს 1990 შუადან 2010 წლებში; და სწორედ ამ ლეგენდებმა აზიარეს პირველ სიყვარულს ბევრი ბავშვი პლანეტის ნომერ პირველ სპორტისადმი, და განსაკუთრებით საქართველოში. არცერთ სხვა ლიგაში იმდენი კლასიანი 10 ნომერი არ "დისპეჩერობდა" მოედანზე და მათ ელეგანტურ გადაცემებს ისე ვერ აგვირგვინებდენ როგორებიც მაშინდელი სერია ას შეუდარებელი თავდამსხმელები, ბატისტუტა, სინიორი, ბირჰოფი, ვიერი, შევჩენკო, ტრეზეგე, ინძაგი, მონტელა, ლუკარელი, ტონი, დინატალე და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი. შეიძლება სხვაგან ცდილობდნენ მარა ისე არ გამოდიოდათ ეს ყველაფერი. კალჩოს პატარა გუნდებშიც კი მთავარ ამინდს მაგ პერიოდში ფეხბურთის უპირველესი ეშხი სწორედ ათი ნომერები ჰქმინდნენ, რაც დღევანდელ ფეხბურთში თანდათან კი არა ფაქტიურად წითელ წიგნში შეიყვანეს. გრძელი პასი , ბურთთან ფეხით ლაპარაკი, ინდივიდუალური სოლო რეიდები და არაორდინალურ სიტუაციებშიც კი სწორედ მათ შეეძლოდ ტეხნიკურად დაერტყათ კარებში. და რაოდენ ბევრის მთქმელია ვინც უკანასკნელმა მოჰიკანმა ბოლომ დატოვა ეს პედესტალი, სწორედ ისიც აპენინელი ფრანჩესკო ტოტი იყო. ის წლები მუდამ პირველ დიდ საფეხბურთო მოგონებად დარჩება ჩვენ გულებში.
Anj: Antey
22 ნოემბერი 2020 11:12
2
Forza juve!!!
Siniori
22 ნოემბერი 2020 07:34
2
ძალიან,ძალიან მაგარი კაცი იყო მოედანზე,ლეგენდარული ალექსანდრო დელ პიერო,მაინც რა მაგარი თაობა ყავდა მაშინ იტალიას.
sake
21 ნოემბერი 2020 19:53
2
ნამდვილი ჯენტლმენი არასოდეს ტოვებს თავის ქალბატონსო, ეეჰ პინტურიჩიო რა კაცი რა ფეხბურთელი. ჩემი კუმირია, მაგის თამაშზე ვაფანატებდი.
შაკო
21 ნოემბერი 2020 18:13
3
Ჩემი კუმირი,თავმდაბალი,ნამდვილი პროფესიონალი,არანაირი სკანდალები მხოლოდ ფეხბურთი და იუვე.მას რომ რეალში ეთამაშა უფრო მეტად დაფასებული წავიდოდა ფეხბურთიდან,მაგრამ ის თავმდაბალი იყო.როცა იუვე სერია ბ-ში გააგდეს,მთელი გუნდი და იტალია ალექსის გადაწყვეტილებას ელოდა,მასაც წარბი არ შეუხრია და გუნდში დარჩა.წარმომიდგენია დღევანდელი ვითომ ვარსკვლავები ასეთ სიტუაციაში რასაც იზამდნენ.მის ნაირი ჯელტმენების დეფიციტს განიცდის დღევანდელი ფეხბურთი და იმიტომაცაა დღევანდელი ფეხბურთი გაბანძებული,გაუფერულებული და ემოციებისგან დაცლილი.ასეთი უინტერესო თაობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა.მარტო ფული და თმის ვარცხნილობა
Levan
21 ნოემბერი 2020 15:05
3
ყველაფერში გეთანხმები! სწორია ჯენტლმენი.
levan-ს
21 ნოემბერი 2020 15:38
2

სიახლეები პოპულარული