ფანტასტიკა სამუდამოდ დარჩება "ბიანკონერის" ფოლკლორში - ალესანდრო დელ პიერო

AutoSharing Option
"იუვენტუსი" სავსეა ლეგენდებით. მოთამაშეები მოდიოდნენ და მიდიონდნენ ან მთელი კარიერის განმავლობაში "ბებერი ქალბატონის" რიგებში რჩებოდნენ. როგორც აღვნიშნე, "იუვეს" დიდების დარბაზი გავსებულია ლეგენდებით, რომლებსაც მათი ფორმა მოურგია. 

ამდენი გამორჩეული მოთამაშიდან თითქოს ძნელი უნდა იყოს ამოირჩიო ერთი და მიანიჭო ტიტული, როგორიცაა: "იუვენტუსის სახე", მაგრამ ეს ასე არ არის. ლეგენდებს შორის ერთი მოთამაშე იკვეთება, რომელსაც ტურინელები "ბიანკონერის ბატონის" სახელით იცნობენ. რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიეროზეა საუბარი. 

ჯიჯი ბუფონი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში "შავ-თეთრების" კ
არს იცავდა, მაგრამ დელ პიეროს სახელი გადაწონის მას. 

გემოვნებაზე არ დავობენო, ნათქვამია. ზოგისთვის ჯანლუიჯია ყველაზე დიდი, ზოგისთვისაც - მიშელ პლატინი და ასე შემდეგ, მაგრამ ალესანდრო სრულიად გამორჩეულია მათგან. 

Sportall.Ge
19 სეზონი "ბიანკონერის" რიგებში და არც ერთი მატჩი ლამაზი მომენტის გარეშე. გასაოცარია მოგონებები, რომლებიც დელ პიეროსგან დარჩა.

პირველი პროფესიული კონტრაქტი 1991 წელს, "პადოვასთან" გააფორმა, სულ რაღაც 2 სეზონის შემდეგ კი ტურინში გადაბარგდა, საიდანაც  იტალიელი სიმაღლეების დაპყრობას იწყებს.

დებიუტიდან ყველაფერი შეიცვალა და გულშემატკივარმა გამოარჩია მოთამაშე, რომელიც დიდების დარბაზში ადგილს ნამდვილად დაიმკვიდრებდა. 

მისი თამაშიდან ყველა ხედავდა, თუ რაოდენ უყვარდა მას ეს თამაში. ის, ფაქტობრივად, შეპყრობილი იყო ამით და სწორედ ეს ეხმარებოდა მას საუკეთესოობაში.

გულშემატკივრები ღიად გამოთქვამდნენ აზრს, რომ ახალი ფორვარდი შეძლებდა და გაიტანდა ათეულობით გოლს!
Sportall.Ge
ყველაფერი მეორე წელს დაიწყო, როდესაც სერია A-ში 8 გოლის გატანა მოახერხა და ბაჯოსთან, ვიალისთან და რავანელისთან ერთად შეძლო და მოიგო სკუდეტო (იტალიის ჩემპიონატი). 

მიუხედავად დასაწყისში დამხმარე როლისა, "დელპო" თავს შესანიშნავად ართმევდა. საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებდა და რაც მთავარია, ვითარდებოდა. 

1995/96 წლებში რობერტო ბაჯომ ტურინი დატოვა და 10-ნომრიანი მაისურიც გათავისუფლდა. ეჭვი არავის შეჰპარვია, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ახალი 10-იანი, რა თქმა უნდა, ალესანდრო... და ამ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" შეძლო და ლიგის თასი "ასწია".
Sportall.Ge





















19 სეზონი - 705 მატჩი და 290 გოლი
ის "შავ-თეთრების" შემადგენლობაში მაშინაც დარჩა, როდესაც გუნდს გაუჭირდა... მაგალითად, სერია B-ში გადაჰყვა კლუბს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გადასულიყო სხვა ნებისმიერ დიდ გუნდში, მაგრამ არა, ლეგენდები ტურინს ზურგს არასდროს აქცევდნენ. 

იტალიელმა გული და სული "ბებერი ქალბატონისთვის" ჩადო, უამრავი გოლი გაიტანა, გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა, საკუთარი სახელი კი "ბიანკონერის" ისტორიაში უკვდავყო.



მკითხველის კომენტარები / 25 /
ლეგენდა! ჩემთვის იუვენტუსი ასოცირდება დელპიეროსთან!
Georgian
14 დეკემბერი 2021 01:19
0
ალე შე ძველო ვერსაჩეების სიძევ. ლეგენდა!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
19 ნოემბერი 2021 15:31
0
ახლა გაიგეთ, რატომ დებენ იტალია და სხვა გრანდები დიდ შედეგებს? იმიტომ, რომ მათ რიგებში ასეთი კლასის ოსტატები თამაშობენ, სანამ სუპერფეხბურთელი არ გვეყოლება 2-3 მაინც, ვერასოდეს ვერ დადებს ვერცერთი მწვრთნელი შედეგს. გაიხსენეთ ნედვედი, სანამ ეგ ჰყავდათ ჩეხებს, სულ მაღალი ადგილებისთვის იბრძოდნენ, ახლა სად არიან? ტ-ში. ბულგარეთი გახსოვთ? რა შედეგები ჰქონდათ სტოიჩკოვის დროს, ან რუმინეთი ხაჯის დროს, ახლა სად არიან უკვე იცით. აი როცა კვარა, ჩაკვე, წიტაიშვილი, კიტე, მიქაუტაძე, მამარდაშვილი ავლენ უმაღლეს საფეხურზე, მხოლოდ მაშინ იქნება სტაბილური შედეგი, და ეს მალე იქნება, 1-2 წელი მოცდა მოგვიწევს, მაგრამ აუცილებლად იქნება, გაგნიძე დამავიწყდა. დელ პიერო და კომპანიამ რაც დაამთავრა კარიერა, რამხელა ჩავარდნა ჰქონდათ იტალიელებს ეგეც გახსოვთ ალბათ, თუმცა ყველა სერია ა ში თამაშობდა, მაგრამ სუპერები არ ჰყავდათ, ესაა და ეს. დელ პიერო ნაღდი ლეგენდაა.
19 ნოემბერი 2021 15:29
0
უდავოდ განსაკუთრებული ფეხბურთელი, მადლობა ავტორს თუმცა ცოტა მეტად ვრცლადაც შეიძლებოდა, კარგი იქნება გააგრძელოთ რუბრიკა ამავე მიმართულებით ეპოქალურ/გამორჩეულ ფეხბურთელებზე.
ნერაძური
19 ნოემბერი 2021 14:09
0
ლეგენდა ჩემი ძმა!უმაგრესი ფეხბურთელი და ადამიანიიიი
მოგება
19 ნოემბერი 2021 12:16
0
არსებობენ დიადები.მაგალითად მალდინი,დელ პიერო,პუიოლი.არსებობენ ზვიადები : კ.რონალდო, ზლატანი.არსებობენ ბლიადებიც.მაგ.ნეიმარი,ლაპორტა და პერესი...
სერგია
16 სექტემბერი 2021 01:03
2
მართლაც დიდი იყო ეს და კიკინებიანი .ბაჯო. ვან ბასტენი და მილანი ნაპოლი და მარადონა და არამარტო ესენი ძალიან გაუმართლათ იტალიელებს ეგეთი ფეხბურთი და ფეხბურთელები რო ნახეს ცოცხლად .
Zaza
15 სექტემბერი 2021 18:19
0
მე მგონია მესის ცრემლები გადასწონის. დდდ ამიტომაა დიდი ტოტი, დელ პიერო და ბევრი სხვა ღირსეული ფეხბურთელი და არა ნიანგის ცრემლებიანი მესი. არიქა, მოაწყდით ახლა მესისტებო, რონალდოც და რეალიც სულ მკიდია.
15 სექტემბერი 2021 17:10
11
მეც არ მჯერა მესის ცრემლების, ასე არ იქცევიან დიადები, ასე კაცუნები იქცევიან. ეგ როგორ უნდა წასულიყო ბარსადან, 50 მილიონის ნახევარიც ვერ მისცეს თურმე. დაუთვლია ვინმეს ბარსაში რა ხელფასი მეც მაგრა მკიდია რონალდო და გინდა მთელი რეალი და ბარსა.
ბაიერნი
22 ნოემბერი 2021 11:16
0
სამწუხაროდ ეგ თაობაზე მიუხედავად წარმატებისა მაინც ვერ იქცა იტალიის ლეგენდად, რაც ერთ სანაკრებო ტურნირზე არ უჩვენებიათ ის კლასი რასაც საკლუბოზე აჩვენებდნენ და სამწუხაროდ მხოლოდ საკლუბო ლეგენდებად დარჩნენ
ზიზ
16 იანვარი 2021 21:30
20
დელ პიერომ, ტოტიმ, ნესტამ, კანავარომ, პირლომ, ჯიჯიმ მუნდიალი მოაგებინეს იტალიას.
შაკო
19 ნოემბერი 2021 14:18
0
რაებს ამბობთ, დელ პიეო მსოფლიო ჩემპიონია!!!
????
16 იანვარი 2021 22:36
1
ბუფონი არ იცავს *მთელი ცხოვრება* იუვენტუსის კარებს ! იგი პარმადან მივიდა იუვეში ! ასე რომ ისწავლეთ სიმართლის წერა!
კახაბერი
16 იანვარი 2021 19:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული