"იუვენტუსმა" "კალიარის" რონალდოს დუბლით სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-8 ტურში "იუვენტუსმა" სახლში 2:0 მოუგო "კალიარის".

დუბლი პირველ ტაიმში თავდამსხმელმა რონალდომ შეასრულა, რომლის შესახებ მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა შეუძლია - ასევე გააგრძელოს. კრიშტიანომ ამ სეზონში იტალიის პირველობის 5 მატჩში 8 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"იუვემ" მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებული 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 16 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 28 ნოემბერს სტუმრად "ბენევენტოს" შეხვდება, ხოლო იქამდე 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე  "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა რომ დაიბადა ღმერთმა აკოცა.რასაც აკეთებს, ლაზათიანად აკეთებს.
terminator
11:02 22-11-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული