"ლაციოს" ფეხბურთელებს საკლუბო თვითმფრინავით მგზავრობა არ მოსწონთ

AutoSharing Option
"ლაციო" ახლად შეძენილი თვითმფრინავით გაემგზავრა "კროტონესთან"  სათამაშოდ, მაგრამ ძლიერ ტურბულენტურ ველში მოხვდა და ბევრი მგზავრი ძალიან შეშინდა. ზოგმა ფეხბურთელმა ეს მომენტი გადაიღო და სოციალური ქსელებით გაავრცელა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა გააღიზიანა და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ვიდეოები გაავრცელეს, დასჯიან. კურიოზი ისიცაა, რომ უამინდობის გამო რომაელები შინ სხვა თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

ისე, ამ თვითმფრინავის ყიდვამ კლუბში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ფებურთელებსა და პერსონალს ხელფასებს ძალიან უგვიანებენ და ამ დროს ასეთი ხარჯის გაწევა უადგილო ჩანს. როდესაც ეს გააპროტესტა, ლუის ალბერტო კლუბმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ