პირლო რონალდოს "ბენევენტოსთან" არ ათამაშებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო სერია A-ს მე-9 ტურში "ბენევენტოსთან" არ ითამაშებს. "იუვეს" მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ პორტუგალიელი ცოტა დაიღალა და დასვენება სჭირდება.

ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატზე 5 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბენევენტოსა" და "იუვენტუსის" მატჩი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.