სერია A-ს მე-10 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ტორინო".
ანგარიში მე-9 წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ნ'კულუმ გახსნა, შეცვლაზე შესულმა მაკენიმ 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი ბონუჩიმ გაიტანა. ორი საგოლე გადაცემა კუადრადომ გააკეთა.
რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, "იუვემ" კი არადამაჯერებლად, თუმცა 3 ქულა მაინც მოიპოვა.
"იუვენტუსი" 20 ქულით ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზეა და 13 დეკემბერს გასვლაზე "ჯენოას" შეხვდება.