ბალოტელი ბერლუსკონის გუნდის სერია A-ში გადაყვანას შეეცდება

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "მონცაში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მოცემული შესაძლებლობისათვის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის მადლიერი ვარ. "მონცას" სერია A-ში გადასაყვანად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს ბალოტელის "გაძეტა დელო სპორტი".

ბალოტელიმ გასულ სეზონში "ბრეშიაში" იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ამჟამად კი უგუნდოდაა.

გალიანიმ დაადასტურა, რომ ბალოტელი "მონცაში" გადავა, მისი კიდევ სჯერა და ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ საკომისიო თანხის აღებაზე უარი თქვა.

"მონცა" სერია B-ში წელს გადავიდა და 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-8 ადგილზეა, თან 1 მატჩით ნაკლები
აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ