პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოს ჩემპიონი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე როსი 6 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ბრაზილიასთან მატჩში (3:2) ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ფინალში გერმანიას (3:1) ერთი გოლი გაუტანა.

1982 წელს როსი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მან "სკუადრა აძურაში" 48 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

როსი "იუვენტუსში", "მილანში", "კომოში", "ვიჩენცაში", "ვერონასა" და "პერუჯაში" თამაშობდა.

"იუვეს" შემადგენლობაში ორჯერ მოიგო სკუდეტო, თითოჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი და თასების მფლობელთა თასი.

ის ბოლოს ტელეარხ RAI-ზე ექსპერტად მუშაობდა.
ტეგები: