სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "პარმა" 4:0 დაამარცხა.
"იუვემ" მიმდინარე სეზონში საუკეთესო საგარეო შეხვედრა ჩაატარა - რონალდომ დუბლი შეასრულა, მორატამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, კიდევ ერთი გოლი კი კულუსევსკის ანგარიშზეა.
რონალდო 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. მან წელს იტალიის ჩემპიონატზე 33 გოლი გაიტანა, რაც ისტორიაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა. ყველა ტურნირზე კი თავის გუნდში წელს 38 შეხვედრაში 41-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდის მეკარეები.
"იუვენტუსი" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ მილანს 4 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.