რონალდოს დუბლი და სეზონში "იუვეს" საუკეთესო საგარეო მატჩი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "პარმა" 4:0 დაამარცხა.

"იუვემ" მიმდინარე სეზონში საუკეთესო საგარეო შეხვედრა ჩაატარა - რონალდომ დუბლი შეასრულა, მორატამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, კიდევ ერთი გოლი კი კულუსევსკის ანგარიშზეა.

რონალდო 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. მან წელს იტალიის ჩემპიონატზე 33 გოლი გაიტანა, რაც ისტორიაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა. ყველა ტურნირზე კი თავის გუნდში წელს 38 შეხვედრაში 41-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდის მეკარეები.

"იუვენტუსი" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ მილანს 4 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხო კიდევ ერთი რამ დამავიწყდა მეთქვა იმ ქართველებს მივმართავ ვისაც რონალდუ გეზიზღებათ თქვენ ვერასდროს მიხვდებით რას ნიშნავს შრომა სპორტში და რაზე გელაპარაკოთ ამ კაცმა შრომით მიაღწია და ამ ასაკში კიდევ ამსხვრევს მითებს მეტი რაუნდა დაინახო კაცმა თუ ბრმა არ ხარ?
0
მისი ყატარში წავა მაგის ასაკში და იქ იბოდიალებს ნახეთ ასე თუარ მოხდეს მალადეც რონი ძალიან შრომის მოყვარეა და იმსახურებს კიდეც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული