რონალდოს დუბლი და სეზონში "იუვეს" საუკეთესო საგარეო მატჩი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "პარმა" 4:0 დაამარცხა.

"იუვემ" მიმდინარე სეზონში საუკეთესო საგარეო შეხვედრა ჩაატარა - რონალდომ დუბლი შეასრულა, მორატამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, კიდევ ერთი გოლი კი კულუსევსკის ანგარიშზეა.

რონალდო 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. მან წელს იტალიის ჩემპიონატზე 33 გოლი გაიტანა, რაც ისტორიაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა. ყველა ტურნირზე კი თავის გუნდში წელს 38 შეხვედრაში 41-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდის მეკარეები.

"იუვენტუსი" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ მილანს 4 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი ამის ასაკში გასაწმენდი იქნება და მოემზადეთ ვისაც სურვილი გაქვთ ჩანჩალა მესის გასწმენდად..რონალდო საუკეთესოა..
lordi
02:23 20-12-2020
16
აბა ვერ გაფრინდებაო.მორიგი აფრენა-გაფრენა ბიძია რონალდუს შესრულებით.
კრიშტიანო მაინც სულ სხვაა.
16:15 20-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული