სერია A-ს მე-17 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ტორინო".
ანგარიში 25-ე წუთზე რაფაელ ლეაომ გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე სირიგუს კარი პენალტით კესიემ დალაშქრა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოირჩინა და დაბრუნდა 39 წლის თავდამსმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ის 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"მილანი" 40 ქულით ლიდერია და 18 იანვარს სტუმრად "კალიარის" შეხვდება.
"მილანმა" ჩემპიონატის ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა და "იუვენტუსის" რეკორდამდე 7 მატჩი აკლია.