"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს

AutoSharing Option
ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "მილანთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით".

მანჯუკიჩს იტალიაში დაბრუნება უნდა და შეიძლება "როსონერიმ" ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმოს. მას აგრეთვე "ბეშიქთაში" და მოსკოვის ცსკა ეპატიჟებიან.

"მილანის" ხელმძღვანელობა 13 იანვარს ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

"ბაიერნისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფორვარდმა 2020 წლის 5 ივლისს ყატარის "ალ-დუხაინთან" კონტრაქტი გაწყვიტა, რომლის რიგებში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"მილანში" გადასვლის შემთხვევაში 34 წლის მანჯუკიჩი თავდასხმაში 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ