"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის დუბლით იმარჯვა და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "მილანმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კალიარი". დუბლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა.

იბრაჰიმოვიჩმა მე-7 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, 52-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა სარდინიელთა კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 12 გოლია და ბომბარდირ რონალდოს (იუვენტუსი) 3 გოლით ჩამორჩება. ზლატანს გოლები ზედიზედ 23-ე სეზონში გააქვს.

"როსონერის" ნახევარმცველი ალექსის სალემაკერსი 66-ე წუთზე იენს პეტერ ჰაუგეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, 8 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და გააძევეს.

"მილანი" 43 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია და 23 იანვარს "ატალანტას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეც თქვენი ტრანვამოშუშებული იბრაააა!!!
Biankonneri
19 იანვარი 2021 20:47
0
რა გუნდით და რა ფეხბურთელებით იგებს თამაშებს მილანი.. 18 ტური გავიდა და არცერთ ტურში სრული შემადგენლობით არ უთამაშია გუნდს! ბრავო პიოლი,ბრავო იბრა
Chaachi
19 იანვარი 2021 10:52
0
მაგარი კაცი,აი ვის უყვარს ფეხბურთი,ცოტა ტრაბახა არის მარა არ აქვს სატრაბახოდ საქმე!?
milano
19 იანვარი 2021 06:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული