"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის დუბლით იმარჯვა და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "მილანმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კალიარი". დუბლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა.

იბრაჰიმოვიჩმა მე-7 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, 52-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა სარდინიელთა კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 12 გოლია და ბომბარდირ რონალდოს (იუვენტუსი) 3 გოლით ჩამორჩება. ზლატანს გოლები ზედიზედ 23-ე სეზონში გააქვს.

"როსონერის" ნახევარმცველი ალექსის სალემაკერსი 66-ე წუთზე იენს პეტერ ჰაუგეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, 8 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და გააძევეს.

"მილანი" 43 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია და 23 იანვარს "ატალანტას" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ