რატომ აგინა ლუკაკუმ ზლატანს ასე გამეტებით? ყველაფერი 2017 წლის ისტორიას უკავშირდება

AutoSharing Option
კოპა იტალიის ფარგლებში გამართული "დერბი დელა მადონინა" "ინტერის" გამარჯვებით და დიდი სკანდალით დამთავრდა.

რომელუ ლუკაკუმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, განსაკუთრებით გაბრაზებული კი ბელგიელი ჩანდა, რომელსაც ლამის მთელი "ინტერი" აკავებდა.

ცნობილი გახდა, რამ გააბრაზა ლუკაკუ ასე და რატომ აგინა დედა ზლატანს.

შვედს "ბეთლის" დროს ლუკაკუსთვის უთქვამს: "შენს ვუდუ მძ..ნერს მიხედე, დედაშენს დაურეკე და გაარკვიე". ეს ფრაზა კი 2017 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება, როცა ბელგიელი "ევერტონში" თამაშობდა.

"ვუდუ" აფრიკული რელიგია და რელიგიური რიტუალის სახელიც გახლავთ.

2017 წელს, როცა ლუკაკუ
"ევერტონში" გამოდიოდა, "სქაუზერებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ინდომა. ლივერპულური კლუბის პრეზიდენტის, ფარად მოშირის თქმით, ეს ვუდუს წინასწარმეტყველების გამო მოხდა. ფუნქციონერმა თქვა, რომ ლუკაკუმ შეტყობინება დედისაგან მიიღო, რომელიც ამ რიტუალს აფრიკაში სწორედ იმ დროს ასრულებდა, როცა "ევერტონმა" ბელგიელს კონტრაქტი შესთავაზა. დედამ შვილს მისწერა, რომ სხვა კლუბში გადასულიყო.

ზლატანმა სწორედ ამაზე დასცინა ლუკაკუს, რამაც ბელგიელი წყობიდან გამოიყვანა და ზლატანს დედა და ცოლი არაერთხელ უგინა.

ასევე დაგაინტერესებთ