"იუვენტუსმა" სპალ-ი გაანადგურა და ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/4-ფინალში "იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა სპალ-ი და უკანასკნელ 10 წელიწადში მერვედ გავიდა ნახევარფინალში.

გოლები მორატამ, ფრაბოტამ, კულუსევსკიმ და კიეზამ გაიტანეს.

1/2-ფინალში "იუვე" "ინტერს" შეხვდება, რომელმაც გუშინ "მილანს" 2:1 მოუგო.

ტურინული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თასის მოგებაც მათი მიზანია. რაც შეეხება სერია A-ს, როდესაც ფეხბურთელობისას "იუვენტუსში" გადავიდა, მთელი სეზონი ჩამორჩებოდნენ "მილანს", საბოლოოდ კი ჩემპიონები გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გახდით არა მსაჯებმა გაგხადეს, როდესაც მუნტარის 100% გოლი არ ჩაუთვალეს. ბურთმა 5 მეტრით გადაკვეთა კარის ხაზი და ბუფონმა გამწარებულმა გამოაგდო გარეთ, ვითომ ვერ დაინახეს მსაჯებმა რაც მოხდა. არადა ანგარიში 2-0 ხდებოდა და მილანი რამოდენიმე ტურით ადრე ჩემპიონი ხდებოდა. ბოლო 3 ტურში იუვესთვის საეჭვოდ მიცემული თამაშები და მილანია კარში დადებული პენლები. ისე პირლო უმადური კაცი აღმოჩნდა, რაც მილანთან ერთად მოიგო იმის მეათედი ვერ მისვა იუვემ და მაინც იუვენტინო გახდა, გამწარებული კურტიზანის კომენტარებს აკეთებს მილანზე. ვინც არ იცის მილანიდან ალეგრის გამო წავიდა, რომ არ ათამაშებდა და მერე ზებრებში კი შეუძვრა მაინც.
H
28 იანვარი 2021 12:12
4

სიახლეები პოპულარული