"მოხარული ვარ, რომ ლუკაკუმ ხასიათი გამოავლინა" - ანტონიო კონტე ფეხბურთელების დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე რამდენიმე დღის წინ გამართულ კომა იტალიის მილანური დერბის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე ალაპარაკდა.

"მოხარული ვარ, რომ ლუკაკუმ ხასიათი გამოავლინა. მეც ვიყავი მოთამაშე. ეს დერბია, ამ დროს თამაშის ტემპერატურა იწევს და რიგ შემთხვევაში შესაძლოა შენს თავზე კონტროლიც დაკარგო", - განაცხადა ანტონიომ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, შვედმა რომელუს მაიმუნი დაუძახა და არა ვირი (monkey/donkey), რაზედაც იბრაჰიმოვიჩს პოლ პოგბა გამოესარჩლა და განაცხადა, რომ "ზლატანი და რასიზმი? მას მე ძალიან ვუყვარვარ. ის უკანასკნელი ადამიანია, ვისზედაც ვიფიქრებ, რომ რასისტია. კარგით
რა, აღარ იხუმროთ მსგავსად".

რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩიც გამოეხმაურა და "ტვიტერზე" პოსტი განათავსა: "ზლატანის ცხოვრებაში რასიზმის ადგილი არ არის".

მომზადებულია as/bbc-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული