ელ შაარავი "რომაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"შანხაი შენხუადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი "რომაში" დაბრუნდა.

28 წლის ელ შაარავი "რომაში" 2016-2019 წლებში თამაშობდა და მის რიგებში 109 მატჩში 34 გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრებში კი 28 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

"როდესაც რომში პირველად ჩამოვედი, მივხვდი, რომ ამ ქალაქისა და კლუბის შესაყვარებლად დიდი დრო არ იყო საჭირო. კლუბის დატოვებისას მივხვდი, რომ სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს გულში. მოუთმენლად ველი პირველ მატჩს", - ციტირებს ელ შაარავის კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული