თასზე "იუვენტუსმა" "ინტერს" რონალდოს დუბლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 2:1 დაამარცხა "ინტერი".

მე-9 წუთზე მასპინძლები წინ ლაუტარო მარტინესმა გაიყვანა, შემდეგ კი რონალდომ დუბლი შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 9 თებერვალს ტურინში გაიმართება.

"იუვეს" 43 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში ყველა ტურნირზე 1100-ე მატჩი ჩაატარა.

ტურინული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს თამაში ძნელია, მაგრამ მისმა ფეხბურთელებმა იციან საკუთარი ძლიერი თვისებები და გაშვებულ გოლზე შესანიშნავი რეაქცია ჰქონდათ.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს "ატალანტა" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან.



მკითხველის კომენტარები / 1 /
Es golebi aretvleba ronaldus, ganacxades brazilielebma da chexebma.
Milani
13:54 04-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული