იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს წინა ტურში "ტორინომ" "ატალანტასთან" გასვლაზე 3:3 ითამაშა, თუმცა ტურინელებმა შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყეს და 21-ე წუთისთვის 0:3 მარცხდებოდნენ.

გოლის გატანის პირველი რეალური შანსი სტუმრებს 33-ე წუთზე მიეცათ. ბელოტი "ატალანტას" კარისკენ გარბოდა და საჯარიმოს წინ დაეცა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, კრისტიან რომეროს კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

რა მოხდა მერე:

ბელოტიმ მსაჯს აჩვენა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რეფერიმ ყვითელი ბარათი გააუქმა, თუმცა საჯარიმო დარტყმა ძალაში დატოვა.

ბელოტიმ ჯარიმა არ დაარტყა, "ატალანტას" მეკარეს ბურთი გადაუგდო!

ამის შემდეგ პატივისცემა და აპლოდისმენტები!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა პეპეს და რამოსის დონის ფეხბრთელები გვყავდეს. რას იტყვი მაკედონიასთან ზუსტად ეგრე მოქცეულიყო ფეხბურთელი? ხო უეჭველი დააბრალებდით სამშობლო გაყიდაო
Nick
12 თებერვალი 2021 13:59
15
ბრავო ბელოტის. ღირსეული ადამიანია. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც სპორტი კომერცია გახდა, ესეთი საქციელი იშვიათია.
გიორგი
12 თებერვალი 2021 13:34
1
აჩვენეთ ეს ვიდეო დამწყებ ფეხბურთელებს , რომ პეპეებათა და რამოსებათ არ დაიზარდნონ . მიზანი არ ამართლებს საშუალებას და რაც უფრო მეტი ასეთი ფეხბურთელი იქნება , იქნებ როდესმე ფეხბურთმა ისევ თავის რეალური ესთეტიური სახე დაიბრუნოს , რის გამოც იგი ხალხმა შეიყვარა .
ATP 16
12 თებერვალი 2021 11:24
7
ორივე გკიდია დ მაინცდამაინც რამოსს და პეპეს მიახტი? :) :) :) მართალი ხარ რამოსს არც უნდა შეადარო არც ერთი. ლეგენდასთან კაცუნები რა მოსატანია
სიმართლე
13 თებერვალი 2021 00:31
0
ბარსაც მაგრად მკიდია და რეალიც, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ შენს მიერ ნახსენები ფეხბურთელები რამოსისგან და პეპესგან განსხვავებით ბინძურად არ თამაშობდნენ. სხვაა როდესაც სიმულირებ და სხვა როდესაც ფეხბურთელებს ფეხებს ამტვრევ და ყველაფერს კადრულობ თამაშის დროს.
ქომაგს
12 თებერვალი 2021 14:15
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული