"ინტერმა" "მილანს" დამაჯერებლად მოუგო და ლიდერობა გაიმყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 23-ე ტურში "ინტერმა" მილანი" 3:0 დაამარცხა.

დუბლი ლაუტარო მარტინესმა შეასრულა, რომელუ ლუკაკუმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 2 საგოლე პასი ივან პერიშიჩმა გააკეთა.

ლუკაკუ უკანასკნელი 48 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 4 მილანურ დერბიში გაიტანა გოლი.

"მილანის" 21 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ჩემპიონატზე მე-200 მატჩი ჩაატარა.

"ინტერი" 53 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მილანს" 4 ქულით უსწრებს და 28 თებერვალს "ჯენოას"უმასპინძლებს. "როსონერი" კი იმავე დღეს გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა ინტერ!!!
ვახო...
17:01 22-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული