რონალდომ დუბლი შეასრულა - "იუვემ" "კროტონეს" სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში ადვილად დაამარცხა აუტსაიდერი "კროტონე" - 3:0.

დუბლი რონალდომ შეასრულა, ერთი გოლი კი მაკენიმ გაიტანა. რონალდომ ორჯერ 7-წუთიან ინტერვალში გაიტანა. მის ანგარიშზე 18 გოლია და ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველ ადგილზეა. "ინტერის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ 17-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

კრიშტიანომ ტოპ 5-ის კარიერაში 78 გუნდს გაუტანა. ამ მაჩვენებლით ლიდერი იბრაჰიმოვიჩია (79).

"იუვენტუსი" 45 ქულით მესამე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ლიდერ "ინტერს" 8 ქულით ჩამორჩება და 27 თებერვალს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.



ასევე დაგაინტერესებთ